ერთიანმა სატრასპორტო ადმინისტრაციამ ახალი ინიციატივა წარადგინა.
კერძოდ “ლიცენზირებისა და ნებართვების შესახებ” კანონში გაუქმდა რეგულარული საერთაშორისო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის ლიცენზია. ეს ეხება მხოლოდ იმ საჰაერო ხაზებს, სადაც არსებობს შეზღუდვები ფრენის სიხშირეებზე და ავიაგადამზიდველების ოდენობაზე.
საჰაერო მიმოსვლის შესახებ საქართველოსა და უცხო ქვეყნებს შორის გაფორმებული სამთავრობო შეთანხმებები, როგორც წესი, ითვალისწინებს ავიაგადამზიდველების მხოლოდ დანიშვნის პროცედურას და არა ლიცენზირებას.
ამავე ხელშეკრულებების შესაბამისად, ორივე ქვეყნის გადამზიდველები საჰაერო ხაზის ექსპლუატაციის დროს უნდა იმყოფებოდნენ თანაბარ პირობებში, მაგრამ ზემოთ აღნიშნული კანონიდან გამომდინარე ქართული ავიაგადამზიდველები აქამდე აწყდებოდნენ სერიოზულ პრობლემას:
ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა თურქული უნივერსალური ნებართვების გამოყენებასთან დაკავშირებული პრობლემები ხოფაში გამართულ შეხვედრაზე განიხილეს.
2010 წლის 14-15 იანვარს ხოფაში შედგა შეხვედრა საავტომობილო ტრანსპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელობასა და ხოფის რეგიონის საბაჟოს უფროსს, თურქეთის რესპუბლიკის სავაჭრო პალატის და სარფის საბაჟოს ხელმძღვანელობას შორის. ქართული მხარის მიერ დასმულ პრობლემატურ საკითხებტან დაკავშირებით, თურქეთის მხარემ გამოთქვა მზადყოფნა თურქული უნივერსალური ნებართვების გამოყენებასთან დაკავშირებით ქართველი გადამზიდველებისათვის წარმოქმნილი პრობლემების მოგვარების საკითხში.
პრობლემების არსებობის შემთხვევაში ქართველმა გადამზიდავებმა უნდა მიმართონ და დაუკავშირდნენ შემდეგ ტელეფონებზე:
ტელ: 05322865445
05054383184
05053692453
ერთიან სატრანსპორტო ადმინისტრაციაში ავიაციის დარგში ევროკომისიის ექსპერტები იმყოფებიან.
ერთიან სატრასნპორტო ადმინისტრაციაში ავიაციის დარგში ევროკომისიის ექსპერტები იმყოფებიან, რომელთა ვიზიტის მიზანი საქართველოს საავიაციო კანონმდებლობის შესწავლა და დახმარების აღმოჩენაა. სტუმრები ქართველ ავიასპეციალისტებს საქართველოს საავიაციო კანონმდებლობის ევროპულ საავიაციო კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანის კუთხით სემინარებს უტარებენ.
შეხვედრებზე ქართველმა სპეციალისტებმა საჰაერო ხომალდის ექსპლოატანტების სერთიფიცირებისა და საავიაციო საქმიანობის ლიცენზირების კუთხით ევროკავშირის გამოცდილება გაიზირეს.
ევროკომისიის ექსპერტები საქართველოს 21 იანვარს დატოვებენ.
ქუთაისის აეროდრომ “კოპიტნარში” უკრაინულმა ავიაკომპანიამ რეგულარული ფრენები დაიწყო
კოპიტნარში ავიაკომპანია “Wind Rose”-მა უკრაინიდან მგზავრთა პირველი ნაკადი ჩამოიყვანა. უკრაინული ავიაკომპანია კიევი-ქუთაისი-კიევის მიმართულებით რეისებს კვირის ყოველ სამშაბათს განახორციელებს. რეგულარული ფრენები M-braer 190 ტიპის საჰაერო ხომახლდით შესრულდება.
მიმდინარეობს მოლაპარაკება, რომ თებერვლის თვიდან ხარკოვის მიმართულებით კიდევ ერთი რეისი დაინიშნოს.
ბრიუსელში, საერთო საავიაციო სივრცის შესახებ შეთანხმების პროექტის განხილვის მე-2 რაუნდი გაიმართა.
მოლაპარაკებებში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებმა, ევროგაერთიანების ტრანსპორტისა და ენერგეტიკის საკითხებში გენერალურმა დირექტორატმა, ევროკავშირის 7 ქვეყნის საავიაციო ხელისუფლებების წარმომადგენლებმა.
შეთანხმების მიზანი არის ავიაბაზრების გახსნა. ავიაკომპანიებს შეეძლებათ კომერციული პრინციპების საფუძველზე დაუბრკოლებრივ განახოციელონ საჰაერო მიმოსვლა სამართლიანი კონკურენციის პირობებში.
განსაკუთრებიული ყურადღება ექცევა ფრენის უსაფრთხოებისა და საავიაციო უშიშროების საკითხებს. გამკაცრდება მოთხოვნები ავიაგადამზიდველებთან მიმართებაში, რომელიც შესაბამისობაში მოვა ევროპულ სტანდარტებთან. ავიაგადამზიდველებს მიეცემათ ფრენის განხორციელების შესაძლებლობა საქართველოსა და ევროკავშირის ქვეყნებში.
მოლაპარაკებების მე-3 რაუნდი 2010 წლის თებერვლის ბოლოს საქართველოში გაიმართება, სადაც მოხდება დარჩენილი საკითხების განხილვა და პროექტში გარკვეული შესწორებების შეტანა.