20-21 ივლისს ერთიან სატრანსპორტო ადმინისტრაციაში Twinning-ის კონტრაქტის პროექტზე მუშაობა იწყება.
2010 წლის 20-21 ივლისს საქართველოში გერმანია-ავსტრიის საავიაციო ხელისუფლებების წარმომადგენლები ჩამოვლენ. Twinning-ის პროგრამის ფარგლებში ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის მიერ წარდგენილ საპროექტო წინადადებას "საქართველოს საავიაციო კანონმდებლობის ჰარმონიზაცია ევროპულ საავიაციო კანონმდებლობასთან" შვედეთი-ესპანეთის და გერმანია-ავსტრიის საავიაციო ხელისუფლებები გამოეხმაურნენ. 2010 წლის 4 ივნისს გაკეთდა წარმოდგენილი წინადადებების შეფასება და ქართულმა მხარემ არჩევანი გერმანია-ავსტრიის მიერ ერთობლივ წინადადებაზე გააკეთა. Twinning პროგრამის მიზანი ევროკავშირის კანონმდებლობასთან საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ჰარმონიზებაა.
15.07.2010






















